11:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 12:46:36, 1854 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ათივე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა. იმ დაწესებულებებში, სადაც საარჩევნო უბანი არ არის, ხმის მიცემის პროცედურა გადასატანი ყუთის მეშვეობით მიმდინარეობს.

„პენიტენციურ დაწესებულებებში ხმას აძლევენ ბრალდებულები და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები, ასევე,  ის თანამშრომლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან.

საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს აკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები“, - აცხადებენ სამინისტროში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  N მე-8  პენიტენციურ დაწესებულების  N 113-ე საარჩევნო უბნის  კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ დაწესებულების საარჩევნო უბანზე  აქტივობა წინა წლებთან შედარებით მაღალია და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ წარმომადგენელმა სულხან სახვაძემ აღნიშნა, საარჩევნო უბანი დროულად, 8 საათზე გაიხსნა და არანაირი დარღვევა არ ყოფილა.

მსჯავრდებულ ა.შ-ის თქმით, აუცილებელია არჩევნებზე ყველა მოქალაქემ და მათ შორის მსჯავრდებულებმაც დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. 

„მოხარული ვარ, რომ მაქვს უფლება  გამოვხატო ჩემი პოზიცია. ჩვენს ქვეყანას წინსვლა სჭირდება და ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია,  არჩევნებზე ყველა მოვიდეს და თავისი არჩევანი დააფიქსიროს“, - განაცხადა მსჯავრდებულმა. 

გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები გახსნილია: N 9 (ერთი უბანი),  N 8 და  N 18 (ორი უბანი), N 16 (ერთი უბანი), N17 (ერთი უბანი), N 5 და N 6 (ერთი უბანი), N15 და N19 (ერთი უბანი), N14 (ერთი უბანი),  N2 (ერთი უბანი),  N3  (ერთი უბანი) დაწესებულებებში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics