12:00 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 08:17:26, 1853 ნახვა

საზოგადოება
არჩევნებთან დაკავშირებით, სერვისების განვითარების სააგენტო ცხელი ხაზი ამოქმედდა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი (+995 32) 2 40 10 10 იმუშავებს.

სააგენტოს ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის საბუთებთან დაკავშირებული პრობლემის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-თვის საარჩევნო სიების შედგენის მიზნით მიწოდებულ ინფორმაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ (+995 32) 2 40 10 10, რომელთაც კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სპეციალური ცხელი ხაზი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც მოქმედებდა. არჩევნების დღეს ცხელ ხაზზე 12 საათის განმავლობაში 71-მა ამომრჩეველმა დარეკა. ყველაზე მეტი ზარი იმ მოქალაქეთაგან განხორციელდა, ვისაც მოქმედი პირადობის მოწმობა არ გააჩნდა.

„იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზების რადიკალური გაუმჯობესება გახდა შესაძლებელი; კერძოდ, 2 423 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა, მათ შორის, 1 365 478-ზე მეტი პირადობის მოწმობა – უფასოდ ან შეღავათიან ფასად (უფასოდ გაიცა 1 174 614 მოწმობა).

მოქალაქეები სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან. ამ მასშტაბურმა ღონისძიებებმა 2017 წლის არჩევნებისთვის 2 672 000-ზე მეტი ამომრჩევლის შესახებ ზუსტი, უტყუარი ბიომეტრიული მონაცემი მოგვცა.

საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი მიზნად ისახავდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას“, - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში.

 

 (NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics