|
2017-10-20 14:33:17, 1723 ნახვა
საზოგადოება
„წინასაარჩევნო პერიოდი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა“ - არასამთავრობოების შეფასება
არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია), 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება წარმოადგინეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და პოლიტიკური პარტიების აქტივობა შესამჩნევი იყო. „2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი ოფიციალურად 22 აგვისტოს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. წინასაარჩევნო პერიოდი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და პოლიტიკური პარტიების აქტივობა შესამჩნევი იყო. განსაკუთრებულად აქტიური წინასაარჩევნო კამპანია თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამოიკვეთა. დედაქალაქის მერობის ძირითადი კანდიდატები საზოგადოებისთვის ოფიციალური საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე იყო ცნობილი და მათი კამპანია შედარებით ხანგრძლივ პერიოდს მოიცავდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, აშკარა იყო მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობა კამპანიის პერიოდში, რაც პარტიების შემოწირულობებისა და წინასაარჩევნო ხარჯვის მხრივ არსებულ საგრძნობ დისბალანსშიც გამოიკვეთა“,-ნათქვამია ანგარიშში. თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ ძალადობრივ ინციდენტებს მასიური სახე არ ჰქონია, მაგრამ არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იმატა ზეწოლა-მუქარის შემთხვევებმა. „კვლავ პრობლემურად რჩება მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენცია. რიგ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის, აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის შემთხვევებს, მათ შორის საჯარო მოხელეებისა და საარჩევნო კომისიის წევრების მიერ. ამომრჩევლის მოსყიდვის მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ არ გამხდარა ცნობილი“,-აღნიშნულია არასამთავრობოების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივ შეფასებაში.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)