10:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 12:09:41, 1686 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით „ჯი-თი ჯგუფმა“ თბილისში FORD Cargo Service Center-ი ცენტრი გაიხსნა

საქართველოს წამყვანმა ბანკმა თბილისში ევროპული სტანდარტებით აღჭურვილ ცენტრის გახსნის შესახებ განაცხადა.

აღნიშნული ცენტრი ბანკმა 4 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსით დააფინანსა. პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის პროგრამის (DCFTA) ფარგლებში. 

დაფინანსების შედეგად “ჯი-თი გრუპის“ მიერ თბილისში აშენდა  ფორდის სატვირთო ავტომობილების სრულიად ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავტომობილო ცენტრი. „ჯითი გრუპი“ საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან ფუნქციონირებს და მოიცავს შემდეგ ბიზნეს მიმართულებებს: სატვირთო, მუნიციპალური, სპეციალური, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაცია და სერვისი, სათადარიგო ნაწილების, საავტომობილო და ინდუსტრიული ზეთების რეალიზაცია. „ჯითი გრუპი“ საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელია, საავტომობილო და მძიმე ტექნიკის ისეთი ბრენდების როგორიც არის: Ford Trucks, New Holland, IVECO,  ISUZU, KUHN, Castrol და სხვა საერთაშორისო ბრენდები.

“საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების დაფინანსება. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას სწორედ დაფინანსების კუთხით, რადგან მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია,  როდესაც ბიზნესს წვდომა აქვს დაფინანსებაზე, რაც შესაძლებლობას აძლევს მას კიდევ უფრო გაფართოვდეს, შექმნას მეტი პროდუქტი და გაზარდოს სამუშაო ადგილები, ყოველივე ეს კი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. სწორედ ამის ნათელი მაგალითია “ჯი-თი ჯგუფის“ მიერ აშენებული სრულიად ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი FORD Cargo Service Center, მინდა მივულოცო მათ ეს წარმატება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, კორპორატიული მიმართულებით, ვასილ ხოდელმა. 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics