10:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 11:29:51, 1800 ნახვა

საზოგადოება
"მრავალეროვანი საქართველო" მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"მრავალეროვანი საქართელო"  მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშრებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "მრავალეროვნული საქართველო"  გმობს მარნეულში მომხდარ ინციდენტს. 
"საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ გმობს მარნეულის #20 საარჩევნო ოლქში, სოფელ ყიზილაჯლოში, საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს.
აღშნული შემთხვევა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იმავე სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის გათვალისწინებით, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, გაცილებით დაძაბულს გახდის კენჭისყრის დღის მსვლელობას.
გნსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ სოფელში, 1 წლის ფარგლებში, ორივე საარჩევნო ციკლში, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, აგრეთვე მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების პერიოდში ადგილი აქვს კრიმინოგენური ვითარების დამძიმებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივი ამომრჩევლების თავისუფალი ნების გამოხატვასა და არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას.
ამის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ შესაბამის სტრუქტურებს სწრაფი და ადეკვატური რეაგირებისკენ, აღნიშნულ ინციდენტში დამნაშავე პირების დასასჯელად., ისევე როგორც კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლების აღსრულებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად",-ნათქვამია განცხადებაში. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics