|
2017-10-19 19:02:08, 1775 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხანდამაშვილი: მე ჩემს ხალხს იმაზე მეტს გავუკეთებ, ვიდრე დაგეგმილი მაქვს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს. ქალაქ გურჯაანის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან რამაზ უტიაშვილთან ერთად შეხვდა კარდაკარის პრინციპით, მოინახულა რეაბილიტირებული ნატო ვაჩნაძის მუზეუმის ეზო. მერობის კანდიდატი ასევე შეხვდა ღვინის ქარხნის ,,გრუზვინპრომის“თანამშრომლებს და მათ სამომავლო გეგმები გააცნო, დღის ბოლოს კი ვაზისუბნში ჭავჭავაძისეული შატოს მშენებლობას მაჟორიტარ დეპუტატთან დავით სონღულაშვილთან ერთად ესტუმრა. ,,მე ჩემს ხალხს იმაზე მეტი უნდა გავუკეთო, ვიდრე დაგეგმილი მაქვს. მე ოთხი წლის მერე ვიქნები გამარჯვებული, როცა არსებული პრობლემი სრულად იქნება მოგვარებული. ბევრი შრომა დაგვჭირდება, მაგრამ ჩვენ შევძლებთ გურჯაანის აშენებას, ჩვენ მოვიტანთ ბევრ პროექტს, რომლითაც შევძლებთ თქვენთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტის გაცოცხლებას. მე პრობლემებს თავს არ დავანებებ იქამდე, სანამ თითოეული მათგანი არ იქნება მოგვარებული,“- აღნიშნა მერობის კანდიდატმა. ,,ბატონ არჩილს აქვს ისეთი სამომავლო გეგმები, რომელიც აუცილებლად წაადგება ჩვენს მუნიციპალიტეტს,“-განაცხადა ქალაქ გურჯაანის მაცხოვრებელმა თამარ ჯახოშვილმა. (NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)