|
2017-10-19 18:55:13, 1791 ნახვა
საზოგადოება
საბერძნეთში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი საუკეთესოდ დასახელდა
საბერძნეთში, ქალაქ ჰერაკლიონში საერთაშორისო კონფერენციაზე „გარემო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“ (ICENS) სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი საუკეთესოდ დასახელდა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევისა და თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურების წარმომადგენლების სამეცნიერო ნაშრომი „საქართველოს ტყეების იშვიათი სახეობების წყავმაზას (Osmanthus decorus Boiss. & Balansa) ჰაბიტატის შესწავლა“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „კოლხეთის ტყის გენეტიკური რესურსების შესწავლა და დაცვა“ ფარგლებში მომზადდა. საერთაშორისო კონფერენცია „გარემო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“ მეცნიერებსა და სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან საშუალებას აძლევს, მიმდინარე კვლევითი საქმიანობის შესახებ ნაშრომები მეწარმეებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნონ. აღნიშნული კონფერენცია კარგი საშუალებაა დელეგატებმა მოსაზრებები და გამოცდილება გაცვალონ, ბიზნესწრეებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა სამომავალი თანამშრომლობის მიმართულებები განსაზღვრონ. კონფერენცია „გარემო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“ (ICENS) ინჟინერთა და მკვლევართა საერთაშორისო ინსტიტუტის (IIER) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობა სხავადასხვა ქვეყნის დელეგატებმა მიიღეს. (NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)