10:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 18:50:55, 2002 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე არტ ფესტივალის გახსნას დაესწრო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არტ ფესტივალის გახსნას დაესწრო. ფესტივალი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით კახა კალაძის მხარდასაჭერად გაიმართა. ღონისძიებაში ახალგაზრდა ხელოვანები და თავისუფალი სტილით მოცეკვავეები მონაწილეობდნენ.

როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ღონისძიება რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა, მათ შორის იყო გამოფენა, ადგილზე ხატვა და თავისუფალი სტილის ცეკვებში შეჯიბრი.

„ჩვენ გავაკეთეთ გამოფენა, რომლის კონცეფცია იყო „სიცოცხლით სავსე ქალაქი“. ხუთმა ახალგაზრდა მხატვარმა გავაკეთეთ ნამუშევრები ამ თემასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ სიცოცხლით სავსე ქალაქს. გამოვიყენეთ რამდენიმე მედიუმი, ეს იყო ინსტალაცია, ფერწერა, პოსტერი, კოლაჟი და ფოტოგრაფია. ეს ყველაფერი გაკეთდა კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად“ - აღნიშნა არტ ფესტივალის ერთ-ერთმა მონაწილე მხატვარმა მარიამ ყანდიაშვილმა.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უკვე გაიმართა ტურნირი ქუჩის კალათბურთში. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics