|
2017-10-19 18:46:21, 2095 ნახვა
ეკონომიკა
„განსაკუთრებული საქართველო“ - ქართული პროდუქცია ბერლინში გამოიფინება
„განსაკუთრებული საქართველო“ - ამ სახელწოდებით ქართული პროდუქცია 19-21 ოქტომბერს ბერლინიში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე წარგება. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასოციაციის „ქართული ღვინო“, USAID/Reap-ის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება. „განსაკუთრებული საქართველო - (Georgia Special), ბერლინის ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში ჩატარდება, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციული სამზარეულოს, ღვინისა და ეროვნული ნაწარმის პოპულარიზაციას. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება ბერლინში არსებული ქართული რესტორნებისა და ქართული ექსპორტიორი კომპანიების პროდუქცია. გამოფენის პირველ დღეს დაგეგმილია ქართული კერძების დეგუსტაცია. უცხოელ ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ დააგემოვნონ ქართული ნაწარმი და გაეცნონ ქართული ტრადიციული სუფრის მრავალსახეობებს, ხინკალს, ხაჭაპურს, ფხალეულობას, ყველს, ასევე მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაცია, სადაც დაინტერესებული პირები გაეცნობიან ქართული ღვინის სახეობებს და ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)