10:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 15:41:09, 1824 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში სტუდენტთა ახალი საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, თანამედროვე  სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება. 150 ადგილიანი სტუდენტური საცხოვრებლის შენობის საფუძვლისჩაყრის ცერემონიაში ბათმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბპატარაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მიიღეს მონაწილეობა.  ღონისძიებას ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, რეგიონის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.

„გუშინ, ქობულეთში, დაიწყო ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა, რომელიც ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევის სფეროში საქართველოშიერთ-ერთი უნიკალურია. დღეს უკვე საფუძველს ვუყრით თანამედროვე სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია  განათლების განვითარების საქმეში. მინდა ვთქვა განსაკუთრებით იმ ადამინების გასაგონად, რომლებიც ვერ ხედავენ აღმშენებლობით პროცესებს ჩვენს რეგიონში-ჩვენი პრიორიტეტი არის ახალგაზრდა, განთლებული თაობა. მიხარია, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი შემდეგ  სასწავლო წელსახალი,  თანამედროვე სტანდარტების სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით შეხვდება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებოპირობების გაუმჯობესებას " - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დასრულდება. საცხოვრებლის შენობის მიწისზედა სამ სართულზე  განთავსდებაროგორც საქმიანი ნაწილი – დაცვის ოთახი, ადმინისტრაცია, სამრეცხაო საშრობი ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, ასევე საცხოვრებლის ბლოკები: ძირითადი, 5 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპით, რომელსაც გააჩნია თავისი სველი წერტილი და სამზარეულო. აგრეთვე,  შშმ პირებისთვის ადაპტირებული 3 ბლოკი თითოეულ სართულზე.  შენობაში განთავსდება ლიფტი შშმ პირებისთვის. მშენებლობისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარიაგამოყოფილი.

2018 წლის გაზაფხულზე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე  საუნივერსიტეტო სპორტული კომპლექსისა და სასწავლო კორპუსისმშენებლობა დაიწყება.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics