10:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 15:18:07, 1694 ნახვა

საზოგადოება
სოფლის განვითარების ეფექტიან მოდელზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს

საქართველოსთვის სოფლის განვითარების პოლიტიკის საუკეთესო მოდელის პოვნისა და ევროკავშირის სოფლის განვითარების ჩარჩო პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისკენ სწრაფვის საკითხები განიხილეს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე. ღონისძიება  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა.

შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებაზე, 2018-2020 წლების სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიმდინარე საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

ნოდარ კერესელიძემ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებულ სამთავრობო პროგრამებში სოფლის განვითარების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილის, კაიდო სირელის განცხადებით, ევროპული სახელმწიფოების მაგალითები ცხადყოფს, რომ  სოფლის ეფექტიან განვითარებას მოაქვს უამრავი შესაძლებლობა, რომელიც პასუხობს ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებებს, კერძოდ კი, სიღარიბესთან ბრძოლას, განათლების ხარისხის ზრდას, ჯანდაცვას და გარემოს დაცვას, ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ხელშეწყობით ჩატარდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics