21:01 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 12:22:50, 2783 ნახვა

მსოფლიო
ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს - „პუტინს ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონა“

ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ Ria იუწყება.

როგორც სობჩაკმა განაცხადა, მისი გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყნისადმი სიყვარულია.

"მე ქსენია სობჩაკი ვარ, 35 წლის. მთელი ცხოვრებაა ვმუშაობ რუსეთში და ჩემთვის სულ ერთი არაა, როგორი გახდება ჩემი ქვეყანა", - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

მისი თქმით, თავისი გადაწყვეტილება, მან ნათლია-პუტინს ჯერ კიდევ მაშინ შეატყობინა, როდესაც მამამისის, სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერის ფილმისთვის, კრემლის ლიდერთან ინტერვიუს წერდა.

წამყვანმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან პირადი საუბრის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს მისი გადაწყვეტილება არ მოეწონა. 

“ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან ჩემს ოჯახს დიდი ურთიერთობები ჯერ კიდევ სანქტ-პეტერბურგიდან აკავშირებდა. ჩემი განზრახვის შესახებ ინტერვიუს მერე ვუთხარი. მან მიპასუხა, რომ ყველას აქვს უფლება საკუთარი გადაწყვეტილება მიიღოს და ამაზე პასუხისმგებლობაც აიღოს. თუმცა, არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას მოეწონა ჩემი ნათქვამი“, - განაცხადა ქსენია სობჩაკმა.

ცნობისთვის, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი კანდიდატი სულ 2-ჯერ მონაწილეობდა. პირველი ქალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვა იყო. ის კენჭს 2000 წელს იყრიდა. 2004 წელს პრეზიდენტობისთვის ოპოზიციონერი ირინა ხაკამადა იბრძოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics