|
2017-10-19 11:21:16, 1735 ნახვა
საზოგადოება
მცხეთაში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა
მცხეთაში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ გაიხსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს შექმნისთვის ჯამურად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 700 000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 250 000 აშშ დოლარია, ხოლო 500 000 აშშ დოლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. უწყების ინფორმაციით, კომპანია წელიწადში 50 ტონაზე მეტ სხვადასხვა ხილის ჩირს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია საექსპორტოა და ევროკავშირის ქვეყნებში იყიდება. საწარმოში 58 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში მორიგი ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, დანერგილი აქვს FSSC 22000. ეს არის გადამამუშავებელი ინდუსტრიის გაგრძელებისთვის სახელმწიფო პროექტის ძალიან ნათელი შედეგი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საწარმო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისგან მიიღებს ხილს, პირველადი წარმოების სხვადასხვა პროდუქტს და მისგან უმაღლესი ხარისხის ჩირის წარმოებას მოახდენს. ვფიქრობ, ღირებულებათა ჯაჭვში ასეთი საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სტიმულია ფერმერული წარმოების კიდევ უფრო გაძლიერებისა და განვითარებისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. როგორც „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ ხარისხის კონტროლის მენეჯერმა, ოთარ ლომიძემ აღნიშნა, გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდებოდა. სამომავლოდ კი, შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ გაფართოებას და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს. მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, ეს რიგით მე-9 ახალი საწარმოა, რომელიც რეგიონში სოფლის მეურნეობის პროექტების სააგენტოს დახმარებით გაიხსნა. ამავე სააგენტოს დახმარებით გადაიარაღდა და გაფართოვდა კიდევ ცხრა საწარმო. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის საწარმოების გახსნა, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას უწყობს ხელს. ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებას, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორთან, ლევან ზაუტაშვილთან ერთად, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მამუკა კვარაცხელია დაესწრო. (NS)
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)