|
2017-10-18 21:10:52, 2785 ნახვა
მსოფლიო
პოლიციამ კიევში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა (ვიდეო)
კიევში უმაღლეს რადასთან მიმდინარე აქციაზე მორიგი დაპირისპირება მოხდა, - ამის შესახებ 112UA იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ერთმანეთს მომიტინგეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. მედიის ცნობით, პარლამენტის შენობასთან შტურმის მცდელობა იყო. გარდა ამისა, შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა ბარიკადების აღება დაიწყეს. როგორც სააგენტო წერს, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო აქცია უმაღლეს რადასთან უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. პირველი შეტაკება მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის გუშინ მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. შეგახსენებთ, რომ აქცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით იმართება. აქციის მონაწილეები, სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას და ანტიკორუფიული სასამართლოს შექმნას ითხოვენ. თავად მიხეილ სააკაშვილის ძირითადი მოწოდება კი, ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადადგომას ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)