11:13 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 19:03:53, 3856 ნახვა

კულტურა
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ლიტველი ფოტოგრაფის იონას დოვიდენასის გამოფენა გაიხსნა

ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ლიტველი ფოტოგრაფის იონას დოვიდენასის გამოფენა „Three Weeks Aboard USS Bonhomme Richard” გაიხსნა.

ღონისძიება  გახსნეს საქართველოში ლიტვის ელჩმა გიედრიუს  პუოჯუნასმა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო  ბოლქვაძემ.

გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოგრაფის მიერ აშშ-ს სამხედრო გემზე გატარებული პერიოდის ამსახველი ფოტოები. ფოტოგრაფმა ავიამზიდზე 3 კვირის განმავლობაში  იცხოვრა, რის შედეგადაც  ღია ზღვაში სამხედროების  მუშაობა და ყოფა-ცხოვრება ყოველდღიურ რეჟიმში ასახა. ოფიციალური გახსნის შემდეგ, ავტორმა გადაღების პროცესის თავისებურებებსა და შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ-საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ, ვმასპინძლობთ ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფის გამოფენას,  რომელიც გახლავთ სამხედრო თემატიკაზე. მან სამი  კვირა გაატარა ამერიკულ სამხედრო ხომალდზე და ფოტოგამოფენაც ასახავს სწორედ ამერიკელი სამხედროების ყოველდღიურ ყოფას. ძალიან საინტერესო გამოფენაა, რომელიც ჩვენ  დავაორგანიზეთ  ლიტვის საელჩოს უშუალო მხარდაჭერით. ჩვენი ცენტრი ხელს  უწყობს ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში ნატო-სა და ევროკავშირის თემაზე, შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია არის ის, რომ მაქსიმალური პოპულარიზაცია გავუწიოთ ევროპულ კულტურას“,-განაცხადა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა  ნინო ბოლქვაძემ.

გამოფენა სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ის ღია იქნება  ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის (სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, სამუშაო საათები: 10:00-18:00).

ღონისძიება ლიტვის ფოტოგრაფთა ასოციაციის  ორგანიზებით, ლიტვის საელჩოსთან და სსიპ „ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან“ თანამშრომლობით იმართება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics