08:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 14:34:29, 1909 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ არქივსა და თსუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა: „მოხარული ვარ, რომ ეროვნული არქივი და სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაზე ერთობლივად მუშაობენ. ამ თანამშრომლობის შედეგად გამოიცემა საიუბილეო ალბომი, რომელშიც ნოე რამიშვილთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესო მასალა მოიყრის თავს".

მემორანდუმის საფუძველზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული არქივი 2018 წლისათვის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში,  ერთობლივად გამოსცემენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის სამენოვან (ქართულ-ინგლისურ-ფრანგული) მემორიალურ ალბომს, რომელშიც შესული იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ეროვნულ არქივში დაცული, ნოე რამიშვილთან დაკავშირებული სახელმწიფოებრივი და პირადი დოკუმენტები, წერილები და  ფოტოები.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics