08:24 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 14:27:04, 2110 ნახვა

საზოგადოება
სასწრაფო დახმარების ცენტრი მეტროში მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მეტროსადგურ "ტექნიკურ უნივერსიტეტში" უცხოეთის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე მისამართის მიღებიდან  8 წუთში მივიდა.


მომხდართან დაკავშირებით თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მიმდინარეობს მოკვლევა:


"მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, 18 საათსა 24 წუთზე მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტიდან“ მოქალაქემ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. გამოძახების მიზეზად საშუალო ასაკის მამაკაცის უგონო მდგომარეობა დასახელდა.


მისამართის მიღებიდან 8 წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე იყო. პაციენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ასეთი შემთხვევისთვის პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიება. 


რაც შეეხება ამ ფაქტთან მიმართებაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციას, ამასთან დაკავშირებით თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მიმდინარეობს მოკვლევა",-ნათქვამია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის განცხადებაში.


მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ უცხო ქვეყნის მოქალაქე გარდაიცვალა


http://epn.ge/index.php?id=53831





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics