21:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 14:09:38, 2038 ნახვა

მსოფლიო
ალექსის ციპრასი: დონალდ ტრამპი ბოროტებად აღარ მიმაჩნია

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ბოროტებად" აღარ მიაჩნია, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

როგორც ციპრასმა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, მანამდე ტრამპის პოლიტიკა "ეშმაკისეულად" მიაჩნდა, თუმცა ამჟამად ფიქრობს, რომ მისი საქმიანობა სარგებელს მოიტანს.  

ამასთან, ამერიკელმა ჟურნალისტმა საბერძნეთის პრემიერს 2016 წელს გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც ციპრასმა იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპი არჩევნებში არ გაიმარჯვებს: "იმედი მაქვს, ამ ბოროტებას არ ვიხილავთ".

ამას ტრამპის კომენტარიც მოჰყვა: "ცუდია, რომ ამის შესახებ მანამდე არ ვიცოდი", - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

"ამერიკა ძალიან მნიშვნელოვანი ძალაა და მათი ჩარევები მსოფლიო პოლიტიკაში ასევე დიდი მნიშვნელობის მატარებელია. მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი. არც ერთი წამით არ მიგრძვნია, რომ მემუქრებიან. პირიქით, ვიგრძენი რომ ერთობლივი განვითარების პერსპექტივა გვაქვს. შეხვედრის შემდეგ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - განაცხადა ციპრასმა.

ცნობისთვის, ამერიკაში წინასაარჩევნო პერიოდის დროს საბერძნეთის მმართველი პარტია და თავად ალექსის ციპრასი ამერიკის იმპერიალიზმს და დონალდ ტრამპს აკრიტიკებდნენ. ამასთან, ციპრასი მხარს ტრამპის ოპონენტს დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონს უჭერდა. თუმცა რამდენიმე თვის წინ სიტუაცია შეიცვალა და ციპრასი დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილით გამოდიოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics