|
2017-10-18 11:27:40, 2089 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ცესკო: ალექსეი ნავალნი 2028 წლამდე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ელა პამფილოვას ინფორმაციით, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2018 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება. როგორც პამფილოვამ განმარტა, ნავალნი არჩევნებში მონაწილეობას ნასამართლეობის გამო ვერ შეძლებს და დასძინა, რომ გამონაკლისის დაშვებით, კანონის დარღვევას არ აპირებს. რუსეთის ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, საპროტესტო აქციებით ნავალნი მასზე ზეწოლას ვერ მოახდენს. "ბატონ ნავალნის, რომელიც ახალგაზრდა და პერსპექტიული პოლიტიკოსია, შანსი ყოველთვის აქვს. ჩაივლის ათწლიანი ვადა და 2028 წლის შემდეგ ის შეძლებს კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებზე“, - აღნიშნა პამფილოვამ. აღსანიშნავია, რომ ალექსეი ნავალნის გადაწყვეტილებას 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მხარი 600 ათაზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა. ქვეყნის მასშტაბით ათობით საარჩევნო შტაბი გაიხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)