|
2017-10-18 11:02:41, 3425 ნახვა
პოლიტიკა
საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 12,998,651.16 ლარის შემოწირულება მიიღეს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, საარჩევნო სუბიექტებმა 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ჯამში 12,998,651.16 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო, „ევროპულმა საქართველომ“ - 931,083.95 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 108,149.21 ლარი, „პატრიოტთა ალიანსმა“ - 63,142.00 ლარი, „ახალმა საქართველომ“ - 35,100.00 ლარი, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ - 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ - 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა - 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ - 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა კი - 92,168.00 ლარი მიიღეს. „შემოწირულებების შესწავლის მიზნით, სამსახურის მიერ გაგზავნილ იქნა მოთხოვნა 544 ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებაში მიმდინარეობს შესწავლა მათი საბოლოო ბენეფიციარების, შესყიდვებში მონაწილეობისა და მიღებული შემოსავლების შესწავლის მიზნით. ფიზიკური პირების შემოწირულებების ანალიზის დროს დამატებითი კითხვების არსებობის გამო, გამოკითხვაზე დაბარებულია 31 პირი, საიდანაც 13 არის „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი, ხოლო 18 - „ქართული ოცნების“. პირველ ეტაპზე დაბარებული 14 ფიზიკური პირის შემდგომ, დამატებით დაბარებულია 17 პირი, საიდანაც 9 პირი არის „ქართული ოცნების“, ხოლო 8 - „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი. ამ ეტაპზე უკვე გამოკითხულია „ევროპული საქართველოს“ 10 და „ქართული ოცნების“ 4 შემომწირველი ფიზიკური პირი. მონიტორინგის სამსახური კვლავ აგრძელებს მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და მომავალშიც ყველა საკითხზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას, რადგან სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს პოლიტიკური ფინანსების სრული გამჭვირვალობა და ხელი შეუშალოს პოლიტიკურ პროცესებში უკანონო თანხების გამოყენებას როგორც საარჩევნოდ, ისე არასაარჩევნო პერიოდში“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)