08:21 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 14:15:09, 1837 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: პარლამენტი სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდში სახალხო დამცველის კანდიდატურის შესახებ აქტიური კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.

„ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა.  კონსულტაციები უახლოეს დღეებში დაიწყება და ნოემბრის ბოლოსთვის უკვე დასახელდება კანდიდატი. სავარაუდოდ, უკვე ნოემბრის თვეში იქნება არჩეული ახალი სახალხო დამცველი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება  იმ საკითხს, არის თუ არა საუბარი თამარ ქალდანის კანდიდატურაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის, თუმცა, მისი შეფასებით, თამარ ქალდანი კარგი სახალხო დამცველი იქნებოდა.

„ვერაფერს ვერ გეტყვით ამ ეტაპზე. რაც შეეხება ქალბატონ თამარ ქალდანს, მე მას დიდ პატივს ვცემ, ის იქნებოდა ძალიან კარგი სახალხო დამცველი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები ამ საკითხზე არ გვქონია მმართველ გუნდში. უახლოეს დღეებში დაიწყება კონსულტაციები და სავარაუდოდ, ნოემბრის თვეში პარლამენტი აირჩევს სახალხო დამცველს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics