22:09 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 12:00:18, 2185 ნახვა

მსოფლიო
The Times: რუსეთი „თალიბანს“ ნატოს ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად აფინანსებს

რუსეთი ავღანეთში თალიბების საბრძოლო რაზმს აფინანსებს, რათა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" შეასუსტოს და ამით ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნატოს წინააღმდეგობა გაუწიოს, - ამის შესახებ The Times იუწყება.

როგორც გამოცემა "თალიბანის" ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით იტყობინება, რუსეთი მათ უზბეკეთის გავლით ნავთობპროდუქტებს უფასოდ აწვდის.

წყაროს თქმით, თალიბებთან დაკავშირებული კომპანიების დახმარებით საწვავის რეალიზაციის შემდეგ მოგება საველე მეთაურებს რჩებათ.

მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთიდან მიწოდებული ნავთობპროდუქტების ღირებულება თვეში 2.5 მილიონ დოლარს აღწევს და თალიბების დასახმარებლად ერთ-ერთი საშუალებაა.

რუსეთი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს, თუმცა მანამდე აცხადებდა, რომ სამშვიდობო მისიის ფარგლებში მათთან "გარკვეული კონტაქტები" აქვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics