|
2017-10-17 10:41:31, 1712 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს იტალიის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს იტალიის რესპუბლიკის საპოლიციო ძალების გადამზადების სკოლის დირექტორი, ფინანსური გვარდიის დივიზიის გენერალი - ჯენარო ვეკიონე და ნეტუნოს ინსპექტორთა ინსტიტუტის დირექტორი, სახელმწიფო პოლიციის გენერალი - ჯოვანი ბუსაკა თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვივნენ. სტუმრებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესახებ ისაუბრეს. შალვა ხუციშვილმა სტუმრებს შსს-ს აკადემიის რეგიონული ტრენინგცენტრის პროექტი გააცნო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის ტრანსნაციონალური მიმართულებით ორგანიზებულ საერთაშორისო ტრენინგს საქართველოს შსს-ს აკადემია უმასპინძლებს. მხარეები საქართველოსა და იტალიის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებას, დანაშაულის პრევენციას და მაღალკვალიფიური კადრების მომზადებას. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შსს-ს აკადემიის რექტორს, გივი მიქანაძეს და სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებსაც შეხვდნენ. იტალიელმა სტუმრებმა შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, შსს-ს აკადემია, კრიმინალური პოლიციის და „112“-ის დეპარტამენტები დაათვალიერეს და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
(NS)
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)