08:21 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 21:16:24, 1602 ნახვა

საზოგადოება
17 ოქტომბრის ანონსი

2017 წლის 17 ოქტომბერს, 10:30 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

მისამართი:  სასტუმრო „რუმსი", კოსტავას ქუჩა # 14 , თბილისი.

17 ოქტომბერს 11:00 საათზე ქორთიარდ მარიოტში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ,,მსოფლიო სურსათის დღე"-ს აღნიშნავენ. ღონისძიების თემაა: სოფლიდან ქალაქში მიგრაციის შეჩერება სოფლის განვითარებისა და სასურსათო უსაფრთხოების მიღწევის გზით. ღონისძიებას გახსნიან სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში, მამუკა მესხი, გაეროს რეზიდენტ კოორდინატორი, ნილს სკოტმა, ავსტრიის ელჩი, არად ბენკო და იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე. ღონისძიებაზე გაიმართება რაჭაში მცხოვრები ახალგაზრდა ფერმერების შესახებ მოკლე ფილმის პრეზენტაცია და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული დევნილების ფოტოპორტრეტების გამოფენა.

ხვალ, 11:00 საათზე,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გამართავენ. მის.: სასტუმრო „ამბასადორი თბილისი"

ხვალ, 17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ევროპული საქართველოს ფოთის ცენტრალურ ოფისში, (მის: გორგასლის #24) მერობის კანდიდატის ვახტანგ არცმელიძის ბრიფინგი. თემა: კორუფცია ფოთის მერიაში.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; თეონა ოთანაძე - 577 95 11 15

ხვალ, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრებიან. მის.: სამების საკათედრო ტაძარი (ავლაბარი, ელიას გორა)

 ხვალ, 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე ევროპული საქართველოს პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე აფხეთიდან გადმოსვენებულ გმირის სამოქალაქო პანაშვიდზე პატივს მიაგებს.
საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; თეონა ოთანაძე - 577 95 11 15

 იუსტიციის სამინისტროს ტრენინგები ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე გრძელდება. 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სწავლებას ფოთის იუსტიციის სახლი და ჭალადიდის სასწავლო ცენტრი უმასპინძლებს.

ხვალ. 17ოქტომბერს, 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-8 სართულზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მიუნხენისუსაფრთხოებისკონფერენციისთავმჯდომარისმოადგილეს ბენედიკტფრანკესშეხვდება.

ხვალ, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებულ მეექვსე კორპუსს გახსნის
მისამართი: თბილისი, ს.ცინცაძის N63


ხვალ, 12:00 საათზე, საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსის, მარინე (დიანა) ასათიანისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტის, მაკა წულაიას შეხვედრა კომიტეტების აპარატების თანამშრომლებთან - საჯარო სამსახურის სფეროში ახალი საკანონმდებლო რეგულაციები პარლამენტის აპარატის მაგალითზე (საკადრო პოლიტიკისა და სტრატეგიის მიმართულებით)
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხვალ, 17 ოქტომბერს, 13:30  საათზე
წარადგენს შუალედურ ანგარიშს  - „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება"
პრეზენტაცია გაიმართება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თბილისის ოფისში, მისამართზე: დ. აღმაშენებლის გამზირი #61.


17 ოქტომბერს 12:30 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიხსნება იაპონური ენის ახალი აუდიტორია. აუდიტორია აღჭურვილია უახლესი სეტელეკმუნიკაციო სისტემით, ტელეპრეზენსით, რომელიც საშუალებას მისცემს იაპონური ენის შემსწავლელ სტუდენტებს დაესწრონ დისტანციურ ლექციებს და დისკუსიებს იაპონელი ლექტორების და მათი თანატოლი სტუდენტების მონაწილეობით.
ხვალ, 13:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეხვედრა საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) კავკასიის ქვეყნების პროექტების ხელმძღვანელთან, ტერეზა ტალჰამმერთან 
თბილისი, კომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ბიზნესმენებთან შეხვედრას გამართავს.

მისამართი: ვარდების მოედანი, რუსთაველის#37, მე-2 სართული

ხვალ, 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტა" თანამედროვე კონსტრუქციის ახალ სერვისცენტრს  გახსნის, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა თბილისში არსებული საფოსტო მომსახურების ანალოგიური სერვისების მიღებას შეძლებს. 
 
გურჯაანში დაგეგმილ ღონისძიებას „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე,  კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის გამგებელი გივი გერგიძე დაესწრებიან.
სადგურის მოედანი N#N2
თბილისი 0100, საქართველო
მობ: 591 101 502, ელ.ფოსტა: ann.iaseshvili@gmail.com /www.gpost.ge

 ხვალ  , 17 ო ქტომბერ ს,  15:30 საათზე, ქ.ზუგდიდში  კომპენსაციის  მოთხოვნით "ევროპული საქართველოს" აქცია-მსვლელობა გაიმართება.
თემა -  ''არა პრემიებს ! დახმარება ხალხს ! ერთად გავაპროტესტოთ მთავრობის უმოქმედობა

მის : ზუგდიდი, მე 2 საჯარო სკოლის მიმდებარედ .

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08 

ხვალ, 17:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებთან, რომელიც ტარდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ინიციატივით
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638

ხვალ, 17 ოქტომბერს, 18:00 საათზე, სასტუმრო „Holiday Inn Tbilisi" გაიმართება საქართველოს ბანკის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, ერთობლივი ღონისძიება. ღონისძიებას დაესწრებიან ბანკის კლიენტები მცირე და საშუალო ბიზნესი მიმართულებიდან. ღონისძიების მიზანია, საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა გაუზიარონ გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიც არის მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs), ასევე ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სფეროში მომხდარი საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებები.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics