07:19 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 20:53:10, 1956 ნახვა

საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ოცდახუთ გმირს შორის უშიშროების პოლკოვნიკის მამია ალასანიას, სოხუმის მერის გურამ გაბესკირიას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წევრების არშაველ შენგელიას, ვახტანგ გეგელაშვილისა და მათი თანამებრძოლების ნეშტებია იდენტიფიცირებული.  1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილთა საფლავები ამ დრომდე უცნობი იყო. 24 წლის შემდეგ კი, გმირების ნეშტები ოჯახებს გადაეცემათ.

სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ 11:00 საათიდან გაიმართება.  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ, 15:00 საათზე კი აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვენებული პირები: გაბესკირია გურამ ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ქ. სოხუმის მერი; ალასანია მამია გიორგის ძე - მინისტრთა საბჭო/სახელმწიფო საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის რეგიონალური კურატორი; შენგელია არშაველი ფილიპეს ძე - მინისტრთა საბჭო/ ჟიული შარტავას მოადგილე და მინისტრთა საბჭოს სამდივნოს წევრი; გეგელაშვილი ვახტანგი ვახტანგის ძე - მინისტრთა საბჭო/მინისტრთა საბჭოს მოადგილე; პაპუაშვილი გივიარჩილის ძე - სოხუმის რკინიგზის სადგური/მებრძოლი; ბერუაშვილი ბადრი - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი (მოადგილე); მაჩაიძე გოჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ფარცვანია ალექსანდრე დავითის ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა; თათრიშვილი გოჩა გურამის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ლიპარტელიანი გენადი ვალიკოს ძე - მებრძოლი; ჯორბენაძე თეიმურაზიზურაბის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე - მინისტრთა საბჭო/პირადი მცველების "იუპიტერის" დანაყოფის განყოფილების უფროსი (ჟიული შარტავას დაცვა); სილაგაძე სერიოჟა პლატონის ძე - სოხუმი/ახალი რაიონი/მებრძოლი; სოფრომაძე ბესიკიმამიას ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; გოჩიაშვილი დავითი მიხეილის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; აბსანძე თენგიზი გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვის წევრი, დანაყოფი "იუპიტერი"; ფარცვანია ვახტანგი კონსტანტინეს ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა; გიგოლაშვილი ომარი ოთარის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ხახიაშვილი ნოდარი ვლადიმერის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ჭუჭულაშვილი ნუგზარი როლანდის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ნადირაძე შალვა მერაბის ძე - მებრძოლი; მირზაშვილი კობა ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი; შარტავა ელგუჯა გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი; შალვაშვილი ხვიჩაიოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; მოსიძე მარია ვასილის ასული - მშვიდობიანი მოქალაქე.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც ჩართულია დევნილთა და განსახლების სამინისტრო.  საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 10 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა.  მოლაპარაკებების შედეგად,  უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 101 უკვე ამოცნობილი იყო.  ამ ეტაპზე,  როგორც აღინიშნა,  კიდევ 25 ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებები გრძელდება. მომდევნო შეხვედრა ქალაქ ერევანში 2017 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics