07:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 19:29:40, 1991 ნახვა

საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: სიკვდილიანობის უპირველესი გამომწვევი მიზეზი სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ  საინფორმაციო სააგენტოებში, საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევი მთავარი დაავადებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მათივე ცნობით, სააგენტოებში მოყვანილი დაავადებათა რიგითობა ასახავს არა სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს, არამედ საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის ნუმერაციას.

დაავადებათა კონტროლისა ცენტრში განმარტავენ, რომ საქართველოში სიკვდილიანობის უპირველესი გამომწვევი მიზეზი, ისევე როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, არა ინფექციური და პარაზიტული დაავადებები, არამედ სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებია.

სტატიაში  მოცემული რანჟირება რეალურ სურათს  არ შეესაბამება. სააგენტოებში მოყვანილი დაავადებათა რიგითობა ასახავს არა სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს, არამედ საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის ნუმერაციას. შესაბამისად, გარდაცვალების გამომწვევ მიზეზთა შორის დაავადებათა ჩამონათვალი, სადაც პირველი ადგილი უჭირავს ინფექციურ და პარაზიტულ დაავადებებს, არასწორია. რეალურად, საქართველოში სიკვდილიანობის უპირველესი გამომწვევი მიზეზი,ისევე როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში,სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებია. მას მოჰყვება სიმსივნური დაავადებები, სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები და ტრავმები“,-ნათქვამია აავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics