07:19 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 15:53:31, 2017 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში იუსტიციის სახლის ფილიალის თანამშრომლები მოქალაქეებს სსიპ-ების სხვადასხვა შენობებიდან მოემსახურებიან

ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო, იუსტიციის სახლის მიმდებარე წყალგამტარი არხიდან წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც იუსტიციის სახლის ქუთაისის ფილიალი დაიტბორა. აღნიშნულის გამო, ფილიალი მოქალაქეთა მომსახურებას ვერ ახორციელებს.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შენობაში ინტენსიურად მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები, თუმცა როდის მოხდება მომსახურების პროცესის აღდგენა ამ დროისთვის უცნობია.

„იმისათვის, რომ მომხმარებელს ექსტრემალურ ვითარებაში მაინც ჰქონდეს სერვისების მიღების შესაძლებლობა, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მითითებით, მომსახურების გაცემა იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ-ების სხვადასხვა შენობებიდან განხორციელდება.

კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პერსონალი განთავსდება ქუთაისში მდებარე სერვისების განვითარების სააგენტოს ყოფილ შენობაში, მისამართი: სადგურის მოედანი 3 ა, მე- 2 სართული. აღნიშნული პუნქტიდან მოხდება უკვე დამზადებული დოკუმენტაციის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის მოწმობების გაცემა. ამავე ოფისში უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებთან დაკავშირებით განცხადებების მიღებაც.

დამატებითი ინფორმაციისთვის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების მიღება მოქალაქეებს შეეძლებათ ზესტაფონის, სამტრედიის, ხონის ტერიტორიულ სამსახურებსა და სოფლების: გეგუთის, მეორე სვირის, ზეინდარისა და დიდი ჯიხაიშის საზოგადოებრივ ცენტრებშიც.

საჯარო რეესტრის სერვისების მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ: ქ. ქუთაისში მოქმედ ავტორიზებულ პირებს, ნოტარიუსებს, იმერეთის რეგიონში მოქმედ ავტორიზებულ პირებს.

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი მომსახურებას განახორციელებს ქ. ქუთაისში შემდეგ მისამართზე - სადგურის მოედანი N3 ა.

ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ალტერნატიული ოფისები გახსნა: თერჯოლაში, მისამართი - რუსთაველის 109, ხონში - კაკაბაძის 15, ზესტაფონში - წერეთლის №5 და ვანში - თამარ მეფის №8.

დამატებით ინფორმაციას იუსტიციის სახლი ოპერატიულ რეჟიმში აცნობებს მოსახლეობას“, - ნათქვამია იუსტიციის სახლის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics