07:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 15:11:00, 1783 ნახვა

საზოგადოება
კატალონიის ლიდერი დამოუკიდებლობის შესახებ განცხადებას აყოვნებს

ოფიციალური მადრიდის მიერ დაწესებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს მარიანო რახოის წერილი გაუგზავნა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პუჩდემონს ესპანეთის პრემიერთან შეხვედრა სურს.

კატალონიის მეთაურის წერილში ნათქვამია, რომ პუჩდემონი პრემიერს უახლოესი ორი თვის განმავლობაში დიალოგის დაწესებას სთავაზობს.

ამასთან, მედია წერს, რომ წერილში ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ საუბარი არაა.

ესპანეთის იუსტიციის მინისტრის რაფაელ კატალას ინფორმაციით, კატალონიის ულტიმატუმის ვადა სავარაუდოდ ხუთშაბათამდე გადაიწევს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.

ესპანეთის ხელისუფლება კატალონიას აფრთხილებს, რომ შესაძლოა კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, რომელიც რეგიონისთვის, ავტონომიის სტატუსის წართმევას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics