2017-10-16 14:57:28, 1944 ნახვა
საზოგადოება
ქინძმარაულის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა - ხანძარი ლიკვიდირებულია
ქინძმარაულის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შედეგად 3 ადამიანია დაშავებული. მათგან 2 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ხელსაწყო აფეთქდა, სადაც წნევა გროვდება. დაზიანდა შენობის სახურავი და დანადგარი. ცეცხლი დიდ ფართობზე არ გავრცელებულა. ადგილზე 5 ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ავტორი: ,