06:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 11:42:26, 1875 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში 18:00 საათიდან დაიწყება

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს 16 ოქტომბერს 18:00 საათიდან, 17 ოქტომბერს კი, 12:00 საათიდან გაიმართება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ, 15:00 საათზე, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვენებული პირები: გაბესკირია გურამ ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ქ. სოხუმის მერი; ალასანია მამია გიორგის ძე - მინისტრთა საბჭო/სახელმწიფო საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის რეგიონალური კურატორი; შენგელია არშაველი ფილიპეს ძე - მინისტრთა საბჭო/ ჟიული შარტავას მოადგილე და მინისტრთა საბჭოს სამდივნოს წევრი; გეგელაშვილი ვახტანგი ვახტანგის ძე - მინისტრთა საბჭო/მინისტრთა საბჭოს მოადგილე; პაპუაშვილი გივი არჩილის ძე - სოხუმის რკინიგზის სადგური/მებრძოლი; ბერუაშვილი ბადრი - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი (მოადგილე); მაჩაიძე გოჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ფარცვანია ალექსანდრე დავითის ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა; თათრიშვილი გოჩა გურამის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ლიპარტელიანი გენადი ვალიკოს ძე - მებრძოლი; ჯორბენაძე თეიმურაზი ზურაბის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე - მინისტრთა საბჭო/პირადი მცველების "იუპიტერის" დანაყოფის განყოფილების უფროსი (ჟიული შარტავას დაცვა); სილაგაძე სერიოჟა პლატონის ძე - სოხუმი/ახალი რაიონი/მებრძოლი; სოფრომაძე ბესიკი მამიას ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; გოჩიაშვილი დავითი მიხეილის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; აბსანძე თენგიზი გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვის წევრი, დანაყოფი "იუპიტერი"; ფარცვანია ვახტანგი კონსტანტინეს ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა; გიგოლაშვილი ომარი ოთარის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ხახიაშვილი ნოდარი ვლადიმერის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ჭუჭულაშვილი ნუგზარი როლანდის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ნადირაძე შალვა მერაბის ძე - მებრძოლი; მირზაშვილი კობა ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი; შარტავა ელგუჯა გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი; შალვაშვილი ხვიჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; მოსიძე მარია ვასილის ასული - მშვიდობიანი მოქალაქე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics