06:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 10:23:18, 1749 ნახვა

საზოგადოება
ყოფილი პატიმრები უფასო იურიდიული მომსახურებით ისარგებლებენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა" და სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების საფუძველზე „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში“ ჩართული ყოფილი პატიმრები უფასო იურიდიული მომსახურებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ისარგებლებენ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ და სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორმა მელიტონ ბენიძემ.

მემორანდუმის თანახმად, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ბენეფიციარებს უფასო სამართლებრივი დახმარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და იურიდიული დახმარების სამსახურში გადაამისამართებს. თავის მხრივ, იურიდიული დახმარების სამსახური ყოფილ პატიმრებს უფასო კონსულტაციასა და უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს.

მხარეები ადასტურებენ დანაშაულის პრევენციის პრიორიტეტულობას და საჯარო დაწესებულებების ჩართულობის მნიშვნელობას ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის სრულყოფილად წარმართვაში.

იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უფასო სამართლებრივ  დახმარებას სოციალურად დაუცველ, გადახდისუუნარო მოქალაქეებისთვის როგორ დედაქალაქში, ისე რეგიონების მიხედვით უზრუნველყოფს. ამ სერვისით „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარებიც ისარგებლებენ.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს დაიწყო. პროგრამას  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს.   სახელმწიფო პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics