|
2017-10-15 16:43:54, 1834 ნახვა
საზოგადოება
„ხელისუფლება თვითმმართველობის გადმოსაცემად უნდა მოემზადოს!“ – „ნაცმოძრაობის“ აქცია დასრულდა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციამ ინციდენტებისა და ექსცესების გარეშე ჩაიარა. აქციის დასასრულს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მიმართა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება „ნაცმოძრაობისთვის“ თვითმმართველობის მშვიდობიანად გადასაცემად უნდა მოემზადოს. „წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაგონია ის ხალხი ვინც გამოვა და საკუთარ არჩევანს დაიცავს. დიახ ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის. არანაირი პოლიტიკა არ მიღირს იმად, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ქვეყანა დაუბრუნდება ხალხს“, - განაცხადა უდუმაშვილმა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია, რომელიც დღეს 14:00 საათზე მეტრო „რუსთაველთან“ დაიწყო, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერთან უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა აქციის მონაწილეებმა გეგმები შეცვალეს და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. ისინი თბილისის საკრებულოს მეირ 10 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს თბილისში მიწის ნაკვეთები გადაეცათ. კერძოდ, საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად გადაეცა საკუთრებაში. ხოლო, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად -1 ლარად მოხდა. ორივე კომპანიის მიერ დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის დაფუძნება ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. კერძო კომპანიისთვის 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემა მის საკუთრებაში არსებული სასტუმროსათვის დამატებით მიწისქვეშა 30 ავტოსადგომის მოწყობის მიზნით მოხდა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)