|
2017-10-15 16:05:58, 2042 ნახვა
საზოგადოება
„ფაროსანა“ – „ნაცმოძრაობის“ აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის რეზიდენციის ჭიშკარზე პლაკატები გააკრეს
„ნაციონალური მოძრობის“ წევრები და მხარდამჭერები მსვლელობით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ, სადაც საპროტესტო აქციას მართავენ. მათ რეზიდენციის ჭიშკარზე ბიძინა ივანიშვილის პლაკატი გააკრეს, წარწერით - „ფაროსანა“. კიდევ ერთ პლაკატზე წარწერით - „ჩვენ ვშრომობთ ესენი იპარავენ“ ივანიშვილთან ერთად, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეა გამოსახული. აქციის მონაწილეები თბილისის საკრებულოს მეირ 10 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს თბილისში მიწის ნაკვეთები გადაეცათ. „ნაცმოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ისინი არ აპირებენ იმ უსამართლობასთან შეგუებას, რაც დღეს საქართველოში ხდება. მისივე თქმით, 21 ოქტომბერს საქართველოში გადამწყვეტი დღეა, როდესაც ხალხმა უნდა აირჩიოს, ისევ ბიძინა ივანიშვილი იქნება ქვეყნის მმართველი, თუ მმართველობა ხალხს დაუბრუნდება. „ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე მიდის, ოღონდ კი საკუთარი კომპანიები და საკუთარი თავი დაამკვიდროს. ეს ხდება ჩვენი თანამოქალაქეების ხარჯზე. 21-ში არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, უნდა გადაწყვიტოთ, ის იქნება ქვეყნის მმართველი თუ ქართველი ხალხი“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ასობით მხარდამჭერია შეკრებილი. შეგახსენებთ, საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად გადაეცა საკუთრებაში. ხოლო, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად -1 ლარად მოხდა. ორივე კომპანიის მიერ დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის დაფუძნება ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. კერძო კომპანიისთვის 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემა მის საკუთრებაში არსებული სასტუმროსათვის დამატებით მიწისქვეშა 30 ავტოსადგომის მოწყობის მიზნით მოხდა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)