06:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-15 14:05:43, 2048 ნახვა

საზოგადოება
მეტრო „რუსთაველთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთაველის გამზირზე მორიგ აქციას მართავს.

პარტიის წევრები და მათი აქტივისტები თბილისის საკრებულოს 10 სექტემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს  „თაბორი რიზორთს“ და „თბილისი სითის“ მიწის ნაკვეთები გადაეცა.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეები მსვლელობით პუშკინის სკვერში გადაინაცველბენ. ამასთან, აქციის მონაწილეები შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც მივიდნენ.

შეგახსენებთ, საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი  რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად  გადაეცა საკუთრებაში. ხოლო, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან  არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის  შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად -1 ლარად მოხდა. ორივე კომპანიის მიერ დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის დაფუძნება ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

კერძო კომპანიისთვის 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემა მის საკუთრებაში არსებული სასტუმროსათვის დამატებით მიწისქვეშა 30 ავტოსადგომის მოწყობის მიზნით მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics