02:18 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-15 13:00:46, 1803 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მოხსენება გააკეთა

ტრანსფორმირებადი საგადასახადო სისტემა განვითარებად ქვეყნებში: საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგია, - ასე ერქვა სესიას, სადაც მთავარ მომხსენებლად გამოვიდა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო მთავარ მაგალითად საქართველოში განხორციელებული და საშუალო ვადაში განსაზღვრული საგადასახადო სფეროს რეფორმები დასახელდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მოხსენება პირველმა ვიცე-პრემიერმა აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გააკეთა. სესია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვიტორ გასპარმა გახსნა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში დაინერგა საშუალოვადიანი ბიუჯეტირების განხორციელების სტრატეგია. შედეგად, დღეს საქართველოს ბიუჯეტის პროექტთან ერთად, წარადგენს საშუალო პერიოდზე გათვლილ ჩარჩო დოკუმენტს, სადაც მოცემულია საბიუჯეტო პარამეტრების პროგნოზები. მისი თქმით, იმისათვის რომ საზოგადოებასა და ბიზნესს ჰქონდეს ნდობა აღნიშნული პროგნოზების მიმართ, ის უნდა გახდეს მეტად გამჭვირვალე, გასაგები და გაცილებით ინსტრუმენტალური. „ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ პროგნოზების საიმედოობა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მან დეტალურად ისაუბრა ყველა იმ საგადასახადო შინაარსის რეფორმაზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს ან სამომავლოდ იქნება განხორციელებული საშუალოვადიან პერიოდში. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე და მისგან გამომდინარე რეფორმებზე, მათ შორის, მოგების გადასახადის რეფორმაზე, რომელიც ბიზნესს დამატებით ფინანსურ რესურსს უტოვებს რეინვესტირებისთვის.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, ისაუბრა 4-პუნქტიანი გეგმის ყველა მახასიათებელზე, მათ შორის, სივრცითი მოწყობის კომპონენტზე, რომელიც საქართველოში სატრანსპორტო გზის ხერხემლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აგრეთვე, ფისკალურ რეფორმებზე, რომელმაც ბიუჯეტის კონსოლიდაციას შეუწყო ხელი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics