2017-10-14 16:06:29, 3835 ნახვა
საზოგადოება
ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე დედის გვერდით დაკრძალეს. მსახიობი ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან ტაშით გააცილეს.
მსახიობის ოჯახს კოლეგებმა, მეგობრებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა მიუსამძიმრეს. სამოქალაქო პანაშვიდზე პოლიტიკოსების იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი 11 ოქტომბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ,