|
2017-10-14 14:42:14, 1810 ნახვა
საზოგადოება
ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი
ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში დოკუმენტს ხელი ერთდროულად მოეწერა. როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული კოდექსი ქცევის რამდენიმე ძირითად ნორმას აერთიანებს, ესენია: კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი. „დღეს, არჩევნებამდე ზუსტად 7 დღით ადრე, საარჩევნო ადმინისტრაციის, ყველა დონის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ერთდროულად მოვაწერეთ ხელი საარჩევნო ადმინისტრაციის ეთიკის კოდექსს. ეს ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავატაროთ ჩვენს საქმიანობაში ის პრინციპები, რასაც ეს კოდექსი აღიარებს. ეს არის კანონის პატივისცემა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, რომ ვიმოქმედოთ გამჭვირვალედ და ჩვენი საქმიანობა იყოს მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისი. ვთვლი, რომ ამ პრინციპების გაზიარებას, გათავისებას და პრაქტიკაში გატარებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საარჩევნო ადმინისტრაცია წლებია უკვე სწორედ ამ პრინციპებს ემსახურება და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეთიკურად და მაღალპროფესიულად ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ. კოდექსის თანახმად საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები; უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა. ეთიკის კოდექსი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის ამაღლების მიზნით შემუშავდა. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)