06:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-14 13:55:23, 2430 ნახვა

საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილმა ლიკა ქავჟარაძის ოჯახს მიუსამძიმრა

ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, სადაც მსახიობ ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა.

ყოფილმა პრემიერმა მსახობიოს ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ბიზინა ივანიშვილმა ტაძარი უკვე დატოვა და მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი  ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მიმდინარეობს. 15:00 საათზე მსახიობს ტაძრიდან გამოასვენებენ. მას ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი 11 ოქტომბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics