22:08 - 16 Jul, 2026
|
2017-10-14 13:18:49, 2307 ნახვა
მსოფლიო
UNESCO-ს გენერალურ დირექტორად საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრი აირჩიეს
UNESCO-ს გენერალურ დირექტორად საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრი ოდრი აზულე დაინიშნდა, - ამის შესახებ Washington Post იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღმასრულებელ საბჭოში კენჭისყრის დროს აზულეს კანდიდატურას 30 დელეგატმა დაუჭრა მხარი. სულ კენჭისყრას საბჭოს 58 წევრი ესწრებოდა. მედიის ცნობით, ამ თანამდებობის დასაკავებლად ყატარელი დიპლომატი ჰამად ბინ აბდულაზიზ ალ-კავარიც იბრძოდა. მან 28 ხმის მოპოვება შეძლო. ახალ გენერალურ დირექტორს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე დაამტკიცებენ, რომელიც დაახლოებით 2 თვეში გაიმართება. ამჟამინდელი გენერალური დირექტორი, ბულგარეთის წარმომადგენელი ირინა ბოკოვა პოსტს 2009 წლიდან იკავებდა. ის ზედიზედ ორჯერ აირჩიეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)