2017-10-14 12:04:00, 1972 ნახვა
საზოგადოება
15-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს გაცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე, 15-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით, ტემპერატურის ცვლილებაა მოსალოდნელი.
ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ტემპერატურის კლებადობა. იქნება წვიმა, ძლიერი ელჭექი, მაღალმთიან ზონაში ზოგან მოსალოდნელია თოვლი, დასავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელი ძლიერი ნალექების გამო, ცალკეულ მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.
ავტორი: ,