|
2017-10-14 11:53:04, 1811 ნახვა
საზოგადოება
„აწარმოე საქართველოს“ პროგრამის მხარდაჭერით ამბროლაურში ახალი საწარმო გაიხსნა
25-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა ამბროლაურში მდებარე მტკნარი წყლის ახალ საწარმოში, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის ფარგლებში შეიქმნა. შპს „იწის წყალის“ საწარმოს გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია დაესწრნენ. „იწის წყალი“ ამბროლაურში, გურგენიძის ქ. #18-ში მდებარეობს. საწარმოს შექმნისთვის კომპანიამ 800 000 ლარზე მეტი სესხი აიღო, რომლის პროცენტის თანადაფინანსებასაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. გარდა ამისა, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კომპანიას საწარმოს ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჭირო მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადასცა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 2 000 000 ლარს შეადგენს. „რეგიონში მსგავსი საწარმოების გაჩენა, გარდა იმისა, რომ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე ქმნის ექსპორტის პოტენციალს. ეს კომპანიაც ორიენტირებულია არაბულ ქვეყნებში პროდუქციის გატანაზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ამაშიც მივეხმარებით. ვთვლით, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ სწორედ ამისთვის არის შექმნილი, რომ განსაკუთრებით რეგიონებში საშუალო კომპანიებს დაეხმაროს როგორც ფინანსურად, ასევე ინფრასტრუქტურულად და წარმოების საშუალებებით“ - აღნიშნა საწარმოში ვიზიტის დროს გიორგი გახარიამ. მხარის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის შეფასებით, რაჭაში ოჯახების დაბრუნების ტენდენცია დაიწყო, რაც იმის შედეგია, რომ ხელისუფლება ძალიან ხელსაყრელ პირობებს უქმნის რაჭაში ბიზნესს განვითარებისთვის. მისივე ინფორმაციით, მხოლოდ „იწის წყალის“ ამოქმედების გამო თბილისიდან ოთხი ოჯახი დაბრუნდა ამბროლაურში, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია. კომპანია „იწის წყალის“ მიერ წარმოებული პროდუქცია როგორც შუშის, ასევე პლასტმასის ბოთლებში ჩამოისხმება და უახლოეს მომავალში როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ქვეყნების სხვადასხვა საცალო და ქსელურ სუპერმარკეტებში გაიყიდება. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)