05:27 - 07 May, 2026
|
2017-10-13 19:36:48, 1981 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: ლიკა ქავჟარაძე დარჩება როგორც ულამაზესი ქართველი ქალი, რომელმაც მთელი საქართველოს გული დაიპყრო
„ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც რამდენიმე თაობისთვის სათაყვანებელი მსახიობი ასე უდროოდ წავიდა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ცნობილი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე ჟურნალისტებს განუცხადა. „ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც რამდენიმე თაობისთვის სათაყვანებელი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ასე უდროოდ წავიდა. მე მინდა ყველას მივუსამძიმრო, მთელ საქართველოს, მის ოჯახს ეს უდიდესი დანაკლისი. ეს არის კინოვარსკვლავი, რომელიც არ ხუნდება და დარჩება როგორც ულამაზესი ქართველი ქალი, რომელმაც დაიპყრო მთელი საქართველოს გული“, -აღნიშნა პრემიერმა. ცნობისთვის, მსახიობი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობს ხვალ ვაკის სასაფლაოზე დედამისის გვერდით დაკრძალავენ.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)