|
2017-10-13 17:42:19, 2083 ნახვა
საზოგადოება
კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე აღინიშნა
კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრისა და საქართველოში კატასტროფის მართვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციაების ერთობლივი ღონისძიებით მთაწმინდის პარკში, ღონისძიებათა ცენტრ Underwheel -ში აღინიშნა. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილმა, დედაქალაქის მერიის პროექტის „100 მედეგი ქალაქის“ ოფიცერმა ანა არდელინიმ, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შომბი შარფმა, საქართველოს წითელი ჯვრის გენერალურმა მდივანმა მედეა მარღანიამ და საერთაშორისო ორგანიზაცია ლურჯი ფარის ხელმძღვანელმა მანანა თევზაძემ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო კატასტროფების რისკის შემცირების თემისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. წარმოდგენილი იყო პარტნიორების მიერ განხორციელებული პროგრამების ამსახველი საინფორმაციო ვიდეორგოლები, ფოტომასალა და ინფოგრაფიკა, ასევე ორგანიზაციების მიერ ცალკეული პროექტების ფარგლებში წარმოებული პროდუქცია. გაიმართაა სიმულაციური და ინტეგრაციის სავარჯიშოები და ვიქტორინა ბავშვებისთვის. 1996 წლიდან „ბუნებრივი კატასტროფის მიმართ მზაობით, სიცოცხლისა და მოსახლეობის საარსებო წყაროს გადარჩენა“ ევროკომისიის კატასტროფისთვის მზადყოფნის პროგრამის "DIPECHO" მთავარი პრინციპია. საქართველოში ამჟამად ხორციელდება პროგრამის მეხუთე ფაზა, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებისა და ადგილობრივი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაზრდას კატასტროფის მიმართ მზაობისა და მასზე რეაგირების საკითხებში. პროგრამაში მონაწილე პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კატასტროფის რისკის შემცირებასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში გამოცდილების გაზიარება. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობასთან, რეგიონულ და ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა ხელი შეეწყოს კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის, კანონმდებლობისა და მდგრადი პროგრამების განხორციელებას. ღონისძიება ორგანიზებული იყო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის და საქართველოში კატასტროფის მართვის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის, ბრიჯი ინოვაცია და განვითარების, გადავარჩინოთ ბავშვების, გაეროს მიგრაციის სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის, ლურჯი ფარის, სენი - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრისა და ქ. თბილისის მერიის პროექტის „100 მედეგი ქალაქის“ ერთობლივი ძალისხმევით.
(NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)