05:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 17:18:11, 1985 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ბულგარეთის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბულგარეთის ელჩთან საქართველოში დესისლავა ივანოვა-კოზლევასთან გაცნობით ხასიათის შეხვედრა გამართა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ბულგარეთის რეგიონებს შორის საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების.

ბულგარეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები  1992 წლის 5 ივნისს დამყარდა. ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. სავაჭრო ბრუნვის მიხედვით ბულგარეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორთა პირველ ათეულშია. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, ბულგარეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 28%-ით გაიზარდა. საქართველოში მოქმედებს 20-მდე ბულგარული კომპანია. მათ შორის სამი - ბათუმში.

დესისლავა ივანოვა-კოზლევა საქართველოში ბულგარეთის ელჩად დანიშვნამდე, 2000-2016 წლებში ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 1994 წლიდან ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა. არის ისტ ანგლიის უნივერსიტეტის (ლონდონი) საერთაშორისო ბიზნესისა და დიპლომატიის მაგისტრანტი. ფლობს სამ ენას.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics