05:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 16:35:40, 2182 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კომპანია „ჯონ სნოუს“ წარმომადგენლებს ჯანდაცვის პროგრამის რეფორმა გააცნო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ვაშინგტონში კომპანია „ჯონ სნოუს“ (JSI) წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმა გააცნო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, JSI საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით აშშ-ს მთავრობის კონტრაქტორი უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანიაა. „ჯონ სნოუში“ გამართულ შეხვედრაზე ნინო ბერძულმა აღნიშნა, რომ 2013 წელს დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციაა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება 2013 წლამდე პრივატიზებული ჯანდაცვის სისტემიდან სამედიცინო სერვისების საყოველთაო დაფინანსების სისტემაზე გადასვლის პროცესზე მიაპყრო. მან ასევე განიხილა პროგრესის ის ეტაპები, რომელმაც ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვა უფრო ხელმისაწვდომი გახადა და მოსახლეობა სამედიცინო სერვისებზე კატასტროფული დანახარჯებისგან დაიცვა. მინისტრის მოადგილემ ამერიკელ კოლეგებს გააცნო თავისი ხედვა, თუ როგორ უნდა გაიზიარონ სხვა ქვეყნებმა საქართველოს მაგალითი და აღნიშნა, რომ მდგრადი დაფინანსება და სწორად შერჩეული პრიორიტეტები საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმისთვის გადამწყვეტია.

პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კომპანია“JSI”-ის წარმომადგნელები დაინტერესდნენ საქართველოში გატარებული ჯანდაცვის რეფორმებით და სამომავლო გამოწვევებით. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მთავარი პრიორიტეტი სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამედიცინო მოვლის ხარისხის გაუმჯობესებაა.

შეხვედრის ბოლოს ნინო ბერძულმა კომპანია „ჯონ სნოუს“ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამების ხელშეწყობისა და დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics