13:42 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 09:54:59, 2071 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია

ვაზისუბნის დასახლებაში კალათბურთის ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა, რომელსაც ორგანიზებას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია უწევს.
"ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
ფესტივალს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი დაესწრო.
„ჩვენი პროირიტეტია ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. გამარჯვების შემთხვევაში ვგეგმავთ, დედაქალაქის მასშტაბით და მათ შორის, რა თქმა უნდა, ვაზისუბანსა და მერვე ლეგიონში, სპორტული მოედნების მოწყობას და ამ მიმართულებით სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა მომავალ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესი უფრო და უფრო პოპულარული გახდეს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics