2017-10-13 09:27:31, 1956 ნახვა
საზოგადოება
ჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა
სამეგრელოში, ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევისას მანქანაში სოფელ ხაბუმეს მკვიდრი ძმები იმყოფებოდნენ.
როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხადრზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
„ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ჩხოროწყუს საავადმყოფოშია გადაყვანილი“,-აცხადებენ უწყებაში.
ავტორი: ,