2015-05-01 12:10:09, 416 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს.
მისივე თქმით, პრეზიდენტს კონსტიტუციის აქვს მინიჭებული 7 დღიანი ვადა გამოიყენოს.
„პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, გამოიყენოს ეს 7 დღიანი ვადა. ამიტომ, ის ამ 7 დღიან ვადას იყენებს. შესაბამისად, მე პრობლემას ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
ცნობისთვის,პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა . მან პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, პარლამენტში ნდობის გამოცხადება დაჩქარებულ რეჟიმში მოხდეს. თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან