|
2017-10-12 13:41:27, 1934 ნახვა
საზოგადოება
2013-2017 წლებში, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების რეკომენდაცია 23 011 საქმეზე გაიცა
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში მოქმედმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ დღეს თავისი საქმიანობის 2013-2017 წლების ანგარიში გამოაქვეყნა და მასში იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებმაც ბოლო დროს საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ანგარიშის თანახმად, 2013-2017 წლებში, კომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების 32 523 განაცხადი იქნა განხილული, რომელთაგან 23 011 საქმეზე დადებითი დასკვნის სახით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების რეკომენდაცია გაიცა. კომისიის დადებითი დასკვნების 86%-ის შემთხვევაში, რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გაიცა იმ პირებზე, ვინც ან საქართველოში დაბადებული, ან საქართველოში დაბადებული და ამავდროულად საქართველოს ყოფილი მოქალაქე, ან კიდევ მათი ოჯახის წევრი იყვნენ. „მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, უცხოელის ნატურალიზაცია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გზით ხდება და მისი 5 სახე არსებობს (მე-9 და 31-ე მუხლები): საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ჩვეულებრივი წესით (ამ წესით მოქალაქეობის მოპოვება შეუძლიათ მას, ვინც 5 წელი მაინც ცხოვრობდა საქართველოში, იცის ქართული ენა, მუშაობს ან ფლობს ქონებას საქართველოში); საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამარტივებული წესით (ამ წესით მოქალაქეობის მოპოვება შეუძლია მას, ვინც საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდა და 2 წელია ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს); საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება საგამონაკლისო წესით (როდესაც არსებობს სახელმწიფო ინტერესი ან პირს აქვს დამსახურება სახელმწიფოს წინაშე); საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება აღდგენის წესით(მაგალითად, პირი, რომელმაც წარსულში მომართა სახელმწიფოს და თავისი ნებით ოფიციალურად გავიდა საქართველოს მოქალაქოებიდან); საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სპეციალური წესით (ამ წესით მოქალაქეობის მოპოვება შეუძლია, მაგალითად, მას, ვინც დაიბადა საქართველოში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ ითვლება მოქალაქედ). მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე და 24-ე მუხლების მიხედვით, სერვისების განვითარების სააგენტო („სააგენტო“) არის ის სახელმწიფო ორგანო, რომელიც მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებებსა და წარდგინებებს იხილავს, შესაბამის დასკვნას ამზადებს და მათ საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილებისათვის წარუდგენს. ამ მიზნების ეფექტურად შესრულებისათვის, სააგენტოში შექმნილია მოქალაქეობის საკითხთა კომისია („კომისია“) სააგენტოს 2, პრეზიდენტის 1 და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 წარმომადგენლის მონაწილეობით. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პირს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭება თუ: არსებობს სახელმწიფო ინტერესი, ან განმცხადებელს აქვს დამსახურება ქვეყნის წინაშე. ნატურალიზაციის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, ზემოხსენებული ორი პირობიდან ერთ-ერთი საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მიღების აუცილებელი საფუძველია და ორივე პირობაშეფასებითი მსჯელობის საგანია“,-აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)