05:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 12:18:21, 1771 ნახვა

საზოგადოება
კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება

13 ოქტომბერს, კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ ცენტრი და საქართველოში კატასტროფის მართვის სფეროში მომუშავე 11 საერთაშორისო ორგანიზაცია ერთობლივი ღონისძიებით აღნიშნავს.

ღონისძიება 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისში, ღონისძიებათა ცენტრში Underwheel (მთაწმინდის პარკი) გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებს კატასტროფის მართვის სფეროში მომუშავე 11 საერთაშორისო ორგანიზაცია: არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი, ოქსფამი-ბრიჯი ინოვაცია და განვითარება,  გადავარჩინოთ ბავშვები, საქართველოს წითელი ჯვარი, გაეროს მიგრაციის სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი, კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი, ლურჯი ფარი, სენი, „100 მედეგი ქალაქი“. 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა კატასტროფების რისკის შემცირების თემისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა; წარმოდგენილი იქნება პარტნიორების მიერ განხორციელებული პროგრამების ამსახველი საინფორმაციო ვიდეორგოლები, ფოტომასალა და ინფოგრაფიკა, ასევე ორგანიზაციების მიერ ცალკეული პროექტების ფარგლებში წარმოებული პროდუქცია. გაიმართება სიმულაციური და ინტეგრაციის სავარჯიშოები და  ვიქტორინა ბავშვებისთვის.

1996 წლიდან „ბუნებრივი კატასტროფის მიმართ მზაობით, სიცოცხლისა და მოსახლეობის საარსებო წყაროს გადარჩენა“ ევროკომისიის კატასტროფისთვის მზადყოფნის პროგრამის "DIPECHO" მთავარი პრინციპია.

საქართველოში ამჟამად ხორციელდება პროგრამის მეხუთე ფაზა, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებისა და ადგილობრივი ინსტიტუციების  შესაძლებლობების გაზრდას კატასტროფის მიმართ მზაობისა და მასზე რეაგირების საკითხებში.

პროგრამაში მონაწილე პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კატასტროფის რისკის შემცირებასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში  გამოცდილების  გაზიარება. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობასთან, რეგიონულ და ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა ხელი შეეწყოს კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის, კანონმდებლობისა და მდგრადი პროგრამების განხორციელებას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics